შემოდგომისფერ ფიქრებში იისფერი ტონები შემომეპარა.
დაუსრულებელი ბოდიალის პერიოდი იწყება.
დრო, როცა მთელი დღე ყვითელ ფოთლებში დაშრიალებ, სახლში მისული, ოდნავ გაყინული, ჩაის ჭიქაზე ითბობ თითებს, ტუჩ-ცხვირს კი ჭიქიდან ამომავალ ორთქლზე, მერე კითხვაში, მზესუმზირის კნაწუნში (ან შოკოლადის ჭამაში) და მწვანე ჩაის სმაში ათენებ ღამეს.
მე გავიღვიძე.
სულ უფრო და უფრო მეტი ფერი ჩნდება ჩემში.
დიახ, ჩემს მოიისფრო რეალობაში ზღაპრული ელემენტები გაჩნდა.
იცით, მე პატარა პრინცი მყავს სახლში, ხოლო ყელზე, ლამაზ ჯაჭვზე დაკონწიალობს პატარა პრინცი თავის ვარდით და რა თქმა უნდა მელია.
ერთი პრინცი სულ ჩემს სახლში იქნება. მეორე – ყელზე, გულთან ახლოს.
მესამე (და ნამდვილი) პრინცი კი ჩემს იისფერ რეალობაშია, სადაც მეც პრინცესად ვგრძნობ თავს.
ესეც ასე, მოლურჯო ბედნიერების ნაწილაკები.
Read Next
ჩემს პატარა ქალბატონს. დღეს 17 წლის გახდი. უკვე მე-17 წელი დაიწყო, რაც ჩემი ყოველდღიურობის ნაწილი ხარ. იცი, ბევრჯერ მიფიქრია რა იქნებოდა ჩემი ცხოვრება შენ გარეშე. პასუხი ყოველთვის ერთია – არაფერი. მინდა ძალიან ბევრი რამ გითხრა, მაგრამ ეს ის სიყვარულია, რომელსაც …
ჩვენი სახლი სიყვარულის ყველაზე ლამაზ ქუჩაზე იდგება. მუდამ საკურას სუნით გაჟღენთილ ქუჩაზე, მთვარისფერი სინაზით სავსე. რეპეტიციიდან მოსულს შენს სიმშვიდეში გამახვევ და შუბლზე კოცნით გააქრობ დაღლილობას. მერე ერთად ვუყურებთ ფილმს და შენი სურნელით სავსე დილამდე ვიძინებ იმ ძილით, რომლის სიზმრებშიც ვერასდროს …
რას იტყვის გოჩა? რას იტყვის მზია? რას იტყვის ნანული? როგორ ჩანს ის? როგორ ჩანს ეს? რა მოსწონთ მათ? და არა: რას ვიტყვი / რა მინდა მე 🙂 რას იტყვი / რა გინდა შენ 🙂 რას ვიტყვით / რა გვინდა ჩვენ …
ყოველთვის მეუბნებოდნენ, რომ არ მიჭირდა ადამიანისთვის სწორი სიტყვების შერჩევა. ჰოდა რადგან უმეტესად ვიჯერებთ იმას, რასაც ხშირად გვეუბნებიან, მეც დავიჯერე და …