სიტყვების უაზრო რახარუხი..
და მაინც რამდენი რამ ვერ ვთქვით.
ნუთუ მხოლოდ სიყვარულიდან სიძულვილამდე გადადგმულ ნაბიჯშია გამოსავალი?
ნუთუ მხოლოდ ასე შეიძლება ყველაფრის თავიდან დაწყება იისფერი დილის, იასამნის სურნელის და ვერშეგრძნებული გაზაფხულის გარეშე?
და თუ ასეა, მაშინ ამ ნაბიჯსაც გადავდგამ ოდესმე ალბათ.
დამთავრდა ზაფხულის ილუზია.
გამოვედით საზაფხულო კომიდან და რეალობას შევეჩეხეთ ისევ.
ახლა მთავარია ჩემი ძლივს ნაპოვნი თავი ისევ არ დავკარგო, მთავარია შემოდგომასთან ერთად მეც გავფერადდე ისევ.
ხვალიდან ახალი, სულ სხვა ცხოვრება იწყება.
ახალი მიზნებით, ახალი სამსახურით, ახალი თმის ფერით.
ოღონდ არა ახალი ილუზიებით და ოცნებებით.
საკმარისია.
შენ ჩემი მოოისფრო ოცნება იყავი, რომელიც წარსულში იყო და იქვე დარჩა.
დღეს თბილისში ვბრუნდები.
Read Next
გახსოვს, გითხარი, მე დავბრუნდები მაშინ, როცა შემოდგომა პირველ აკორდებს აიღებს და ფოთლები დაიწყებენ ცვენას-მეთქი. .. და ეს ესაა პირველი აკორდი გაისმა. ჰო, შემოდგომის თამაშები დაიწყო. მოოქროსფრო, ჩამოცვენილი ფოთლისფერი თამაშები. მე გავექეცი ქალაქს, რომელმაც შესაძლებლობები მომცა რაღაც შემექმნა, მაგრამ ამავდროულად ყველაფერი …
ბევრი მიფიქრია შეიძლება თუ არა, რომ სიყვარული მთელი ცხოვრება გაგრძელდეს. ყოველთვის, როცა უარყოფით პასუხამდე მივდივარ, ბებო და ბაბუ მახსენდება. ბაბუ რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა, ბებო დარჩა, ჩვენთან ცხოვრობს. არც ვიცი რამდენი წელი იცხოვრეს ერთად. ფაქტია, ძალიან ბევრი.. არც ის ვიცი, …
ეს არის რეალური ისტორია, ჩემი მეგობრის. არ ვიცი რატომ გადავწყვიტე დაწერა, თითქოს ისეთი არაფერი. უბრალოდ იმ ემოციამ გადამაწყვეტინა, რაც მაშინ მარიტაში დავინახე. დღე VII ისევ ნაძვები. ჰორიზონტზე. მუქი, მუქი მწვანე. მინდა გავიქცე, თუმცა ადგილიდან ვერ ვიძვრი. მეშინია, თუმცა ხმა არ …
ერთი, ორი, სამი. ერთი, ორი, სამი. თანაბრად ვსუნთქავ და ჯერ კიდევ უადამიანო, ფეხდაუკარებელ თოვლს მივუყვები. შინაგანად ვხვდები, რომ არც მე …