რა უცნაურია, რომ დაკარგვა ხდება აუცილებელი იმისთვის, რომ არსებული დააფასო. რომ ვერავინ ხედავს რას აკეთებ მათთვის, სანამ კეთებას არ შეწყვეტ. ვერავინ ხვდება შენ მნიშვნელობას მათ ცხოვრებაში, სანამ ხარ.
რატომღაც ფიქრობენ, რომ ასეც უნდა იყოს. ფიქრობენ, რომ სულ იქნები.
არ ვიცი, ალბათ სამწუხაროა, დასანანი, გულდასაწყვეტი და ა.შ და ა.შ.
თუმცა მე მხოლოდ მეუცნაურება.
აი, ასე. ვზივარ და ვფიქრობ, რომ უბრალოდ ძალიან, ძალიან უცნაურია ეს ყველაფერი.
Read Next
სიშავემდე წითელ ვარდებს მოეწყინათ უსიცოცხლო ხელებში. ტუჩებს ჯერ კიდევ შერჩენოდა სითბო ალბათ, მის თმას ისევ მოთიბული ბალახის სუნი ჰქონდა, გარეთ კი მაშინდელივით კოკისპირულად წვიმდა, პირველად რომ შეხვდნენ ერთმანეთს. ბავშობიდან იცოდა, რომ ახალგაზრდა მოკვდებოდა. ეს ჯერ კიდევ მაშინ, როცა მხოლოდ სახლებს …
– ვაიმე, ლიკა მასწ 🙁 რომ ვერ ვიმღერო? გუშინ, რეპეტიციაზე, საოცრად თავდაჯერებული ვიყავი. ბევრი ვიმუშავე ჩემ თავზე სახლშიც, რეპეტიციებზეც, ბევრჯერ დამუშავდა სიმღერები, დუეტებშიც ძალიან კარგი მეწყვილეები მყავდა, ინდივიდუალურად Hallelujah-ს ვასრულებდი და მისამღერში ჩემი ანანო ძალიან ლამაზად მყვებოდა. მოკლედ, იდეალურად იყო …
მე – ჩემები.. მიყვარხარ. იქნებ უსაზღვროდ.. ზედმეტად.. და ყოველ ჩასუნთქულ ჰაერზე მეტადაც.. ფილტვებსაც შენ ავსებ, ძარღვებშიც შენ მივლი და… ვსუნთქავ. და ჩასუნთქული ჰაერის ყოველი ყლუპით, სულ უფრო თავიდან ვივსები შენით.. სიყვარულს საზღვრებში არ აქცევენ, ჩემო. და მეც უკვე ამ საზღვრებს …