რთულია საკუთარ თავს სისუსტის გამოვლენის უფლება მისცე.
ალბათ სიძლიერეც ყველაზე დიდ სისუსტედ იქცევა რაღაც მომენტში და ისე გაგტეხავს, შეიძლება ვეღარც შეძლო გამრთელება.
როცა ყველაფერი სულს გიხუთავს, ამაოდ ცდილობ სუფთა ჰაერი იპოვო ამდენ სიბინძურეში და საბოლოოდ ხმელეთზე უწყლოდ დარჩენილ თევზს ემსგავსები.
როცა გეგონა, რომ გაზაფხული წაიღებდა მუქ ფერებს და მზის სხივებით ისევ დაიწყებდი კაშკაშა ცისარტყელის ხატვას, მაგრამ რეალურად მაინც საშინლად ცივა და ვერც აქა-იქ აყვავებული ხეები გაძლევენ გაგაზაფხულების იმედს, ხვდები, რომ შეიძლება სულაც არ დაბადებულხარ კარგად ყოფნისთვის და ეს ყველაფერიც შემაძრწუნებლად ბუნებრივია. შეიძლება არც სიცოცხლეა ყველასთვის. ბედნიერება – მით უმეტეს.
როცა ამდენ მუქ ფერში მხოლოდ მისი არსებობა გაძლევს იმედს, რომ შეიძლება შენთვისაც იყოს სოცოცხლეც და შენი წილი ბედნიერებაც.
მე მინდა საშინლად ოპტიმისტი ვიყო და მჯეროდეს,
რომ ჩვენ “არასოდეს დავრჩებით მხოლოდ ერთმანეთის გარშემო მბრუნავ პლანეტებად, ერთმანეთთან ვერმიახლოების გარდაუვალი განაჩენით
”
.
ცხოვრება მოქცეულია შენი ფიქრებიდან დაწყებული ჩემ ფიქრებამდე, შენი სუნთქვიდან დაწყებული ჩემამდე მოღწეულ შენ სურნელამდე, გვიმრის ფოთლების გასრესვიდან შენს თითებზე შერჩენილ გვიმრისფერამდე, შენი დაკარგვის შიშიდან იმ შიშამდე, რომ რაღაც ძალიან მნიშვნელოვანს ხელს ვერ ვუწვდი გადასარჩენად…
და სულ ეს არის.