სიტყვების უაზრო რახარუხი..
და მაინც რამდენი რამ ვერ ვთქვით.
ნუთუ მხოლოდ სიყვარულიდან სიძულვილამდე გადადგმულ ნაბიჯშია გამოსავალი?
ნუთუ მხოლოდ ასე შეიძლება ყველაფრის თავიდან დაწყება იისფერი დილის, იასამნის სურნელის და ვერშეგრძნებული გაზაფხულის გარეშე?
და თუ ასეა, მაშინ ამ ნაბიჯსაც გადავდგამ ოდესმე ალბათ.
დამთავრდა ზაფხულის ილუზია.
გამოვედით საზაფხულო კომიდან და რეალობას შევეჩეხეთ ისევ.
ახლა მთავარია ჩემი ძლივს ნაპოვნი თავი ისევ არ დავკარგო, მთავარია შემოდგომასთან ერთად მეც გავფერადდე ისევ.
ხვალიდან ახალი, სულ სხვა ცხოვრება იწყება.
ახალი მიზნებით, ახალი სამსახურით, ახალი თმის ფერით.
ოღონდ არა ახალი ილუზიებით და ოცნებებით.
საკმარისია.
შენ ჩემი მოოისფრო ოცნება იყავი, რომელიც წარსულში იყო და იქვე დარჩა.
დღეს თბილისში ვბრუნდები.
Read Next
გახსოვს, გითხარი, მე დავბრუნდები მაშინ, როცა შემოდგომა პირველ აკორდებს აიღებს და ფოთლები დაიწყებენ ცვენას-მეთქი. .. და ეს ესაა პირველი აკორდი გაისმა. ჰო, შემოდგომის თამაშები დაიწყო. მოოქროსფრო, ჩამოცვენილი ფოთლისფერი თამაშები. მე გავექეცი ქალაქს, რომელმაც შესაძლებლობები მომცა რაღაც შემექმნა, მაგრამ ამავდროულად ყველაფერი …
დღეს პირველად დაიგრუხუნა ამ გაზაფხულზე. ძლიერად წვიმს. ოდესმე გადაიღებს წვიმაც და ალბათ მზით გამთბარი სველი მიწისა და ახალი ფოთლების სუნიც მოგვაგონებს, რომ ცოცხლები ვართ. გაგაზაფხულების იმედით სავსე თვალებით შევყურებთ ერთმანეთს, უსიტყვოდ. გარეთ კი ისევ ქუხს. სუსტი ხელები უღონოდ მიდევს ფანჯრის …
“როდესაც მონსტრებს ებრძვი, ფრთხილად უნდა იყო, რომ თავადაც მონსტრად არ იქცე და თუ დიდხანს უყურებ უფსკრულს, უფსკრულიც შემოგხედავს შენ”. უფსკრულიდან კი ყველაფერი სხვანაირად ჩანს. თითქოს შენი ტკივილების, შეცდომების, სინანულის, შიშების ყველა შრე ახლიდან გაიარე და საბოლოოდ ჩაიკარგე უსასრულობაში.ფსკერზე დანარცხებული, მხოლოდ …
გვიმრის გასრესილი ფოთლების სუნი და გემო აქვს შენს სიტყვებს. ხომ არსებობენ “შენი” ადამიანები. შეხვდები და გრძნობ, სული იპოვე. სულის ადამიანი ქვია ასეთს. მიდის და გრძნობ, შენი რაღაც ნაწილი მიყვება. იცი, კიდევ ნახავ, მაგრამ იმ წუთას ხომ მიდის. იმ წუთას ხომ …