ჩვენ გვიხდება რეი და წვიმა, წვიმა და რეი…
გვიხდება წვიმიანი რეის ფონზე საათობით ჯდომა და ერთმანეთის თვალებში ყურება.
ჩვენ კლასობანას თამაში გვიხდება.
გვიხდება ჩხუბი, კამათი და შემდეგ ჩახუტება.
მსუბუქი ეჭვიანობები გვიხდება.
მიხდება, როცა მეუბნები, რომ ძალიან ლამაზი ვარ.
გვიმრის გასრესილი ფოთლების სუნი და გემო აქვს შენს სიტყვებს.
ჩვენ ხომ შევთანხმდით, რომ კარგად ვართ.
წვიმა და ჩარლზი, ჩარლზი და… ჩვენ.
ვნებისფერი სიმორცხვე თვალებში.
კათხა ლუდი არსად, ტუჩებზე შეგროვილი და შენთვის განაწილებული სურვილები.
რეპეტიცია, სცენა და შენ.
შენ მე მარწმუნებ, რომ შევძლებ.
იქ, სადაც მე და შენ უნდა გვეცხოვრა, იწყება ცხოვრება გაძლებაზე, ერთმანეთთან ვერმიახლოებით.
განაჩენია? განაჩენია.
მე ხომ შეგპირდი, რომ არ ვიტირებ.
მაპატიე, ამ წამსაც ვტეხ პირობას.
მოდი შოკოლადი ვჭამოთ და ვიყოთ ბედნიერები..
მე და შენ..
ჩვენ მეგობრები ვართ.
Read Next
რამდენჯერ მიფიქრია, რომ კარგი იქნებოდა, რაღაც დროით გაუჩინარება შეგვეძლოს, ოღონდ ისე, რომ არავის ვახსოვდეთ, ვერავინ მიხვდეს და შესაბამისად არავის ეტკინოს. უბრალოდ, რომ ადგე და გაქრე. არ ახსოვდე მშობლებს, მეგობრებს, ადამიანებს, ვისაც უყვარხარ… გავიდეს დრო, დამშვიდდე, დალაგდე, შენი თავი იპოვო და დაბრუნდე …
მე – ჩემები.. მიყვარხარ. იქნებ უსაზღვროდ.. ზედმეტად.. და ყოველ ჩასუნთქულ ჰაერზე მეტადაც.. ფილტვებსაც შენ ავსებ, ძარღვებშიც შენ მივლი და… ვსუნთქავ. და ჩასუნთქული ჰაერის ყოველი ყლუპით, სულ უფრო თავიდან ვივსები შენით.. სიყვარულს საზღვრებში არ აქცევენ, ჩემო. და მეც უკვე ამ საზღვრებს …
წვიმს, შავი ქოლგებია ყველგან. ხალხს ეშინია წვიმის, მუქ ფერებს აფარებენ თავს, მუქი სახეებით დადიან და მუქი ფიქრები აქვთ. მე და შენ არ გვეშინია წვიმის, შავი ქოლგების ნაცვლად ფერადი ბუშტები გვიჭირავს, ცისარტყელას ვხატავთ და ფერადად ვიღიმით. მოდი, სანამ ზამთარი თავის ფიფქებს …
მერამდენედ ემალები შენ თავს? ოჰო, გამოჩნდი 🙂 მე სულ შენთან ვარ. რაღაც ვერ გხედავ – ხოლმე. ეგ შენ ვერ მხედავ. მაინც და მაინც ისეთ მომენტებში რატომ ჩნდები, როცა ყველაზე მეტად არ მსურს კრიტიკის მოსმენა? შენ გეშინია შენი თავის 🙂 ეუ… …