“წაეთრნენ სოფლელები სოფელში და ქალაქმაც ამოისუნთქა” – ეს ხოხბების მიერ წარმოთქმული ფრაზაა, რომელსაც ყველაზე ხშირად გაიგონებდით ამ დღეებში, ალბათ. ყოველ …
ბევრი იასამანი მაქვს სახლში. ვუყურებ და ვფიქრობ, რამდენი ხუთფურცლიანი ყვავილი შეიძლება ქონდეს. არ ვიცი როდიდან დამჩემდა ასე ძალიან იასამნის სიყვარული. …
ყოველთვის მეუბნებოდნენ, რომ არ მიჭირდა ადამიანისთვის სწორი სიტყვების შერჩევა. ჰოდა რადგან უმეტესად ვიჯერებთ იმას, რასაც ხშირად გვეუბნებიან, მეც დავიჯერე და …
რამდენიმე საათიც და გათენდება. ჰო, რამდენიმე საათში ძალიან იწვიმებს, მე კი ეს ესაა სახლში შემოსული უნარების კონსპექტებს ჩავუჯდები. მერე რა, რომ რეპეტიციაზე ძალიან დავიღლები, მაინც სრული შემართებით დავაპირებ მაგისტრატურაში ჩაბარებას. მერე რა, რომ მალევე გადავიფიქრებ. მთავარია, რომ 28 თებერვლის საღამოს წვიმისგან …
იქ, სადაც მე და შენ უნდა გვეცხოვრა, სკოლებში დღემდე ერთმანეთის სიყვარულს ასწავლიან ალგებრის ნაცვლად. მე+შენ = უსასრულობას. იქ ერთმანეთის თვალებში მოგზაურობას, ერთმანეთით ცხოვრებას ასწავლიდნენ მხოლოდ. ყოველი ჩვენი ქმედების შედეგად რეალობა იყოფაო – თქვეს ერთხელ. როგორ გგონია, რა იქნებოდა ალტერნატიულ რეალობაში? …
– მომენატრება შენით სავსე დღეები. წეროები. – ასეთი დამიმახსოვრე, ჩამოცვენილი ფოთლისფერი თმით. მიფრინავენ. – იქნებ არ გვინდა? ჩვენ ხომ პირობა დავდეთ, რომ ვისწავლიდით კარგად ყოფნას. სად? “რა დაგემართა?” მანჯღრევ და მაღვიძებ. წეროები კი მაინც გაფრინდებიან. შორს. იქნებ გავუძლო შენი თვალების …
2015. თავი 12. გვერდი 365. ჩვეულებრივი, უთოვლო დილა, თოვლის მოლოდინით. განწყობა – ჩვეულებრივი. სამზადისი, როგორც ყოველ წელს ამ დროს. ღამის გეგმები, სახელად “მაგრად ვერთობით, დილამდე!” იმედები, სახელად “ამ წელს ყველაფერი კარგად იქნება.” და ა.შ, და ა.შ… ჭიქა ყავით აივანთან მოკალათებული …
რატომ იკლავენ თავს ადამიანები? კითხვა, რომელიც ყოველთვის არსებობდა და რომელზეც დღემდე არ არსებობს პასუხი. რატომ, ან როგორ ხდება, რომ ადამიანები ასე ადვილად იმეტებენ თავიანთ თავებს გაქრობისთვის, გარშემომყოფებს კი უდიდესი ტკივილისთვის? როგორ, რანაირად მიდის ადამიანი მომენტამდე, როცა მნიშვნელობა აღარაფერს აქვს? როცა …
“არ მომეკარო”. ვამბობ და გიღიმი. და ამ ღიმილში ყველაფერი ჩანს. ჩანს, როგორ ვწირავ საკუთარ თავს შენი სურნელის გარეშე დარჩენისთვის. როგორ კარგავს სხეული შერჩენილ სითბოს და როგორ შორდება ჩვენი თითები ერთმანეთს. როგორ კარგავს შენ ანაბეჭდს ჩემი თმა და ფერიც კი ეცვლება. როგორ …
სოც. ქსელები