ალბათ მკითხველს ახსოვს Love Story მე+შენ ♥ ^.^
რეალური ისტორია, რომელიც ჩემი ცხოვრების ულამაზეს მონაკვეთს ასახავდა..
მაშინ, ამას რომ ვწერდი, ვერც წარმოვიდგენდი ასე თუ შევიცვლებოდი პიროვნულად.
მაგრამ გადის დრო და უფრო და უფრო მეტ ცვლილებებს ვამჩნევ ჩემ პიროვნებაში.. ცხოვრებაში..
ჯერ მარტო ის რად ღირს, რომ ყოველდღე ვიღვიძებ და ვიცი, რატომ ვცხოვრობ.. რისთვის, ან ვისთვის..
ყოველი წუთი, რასაც გიოსთან ვატარებ მზით, წვიმით, ყვავილების სუნით და სიყვარულითაა სავსე..
თითქოს უფრო მიმტევებელიც გავხდი, უფრო თბილი, უფრო კეთილი..
აღარ ვცდილობ ცინიზმი ვაფრქვიო გარშემო, ვაცდი ხალხს თავიანთთვის იცხოვრონ..
ჩემმა ბედნიერებამ იმდენად ამავსო სულიერად, რომ უბრალოდ დროც აღარ მრჩება სხვების ცხოვრებაზე ვიფიქრო.
ვიფიქრო იმაზე, ვინ რა დამიშავა და ა.შ..
თითქოს ყველას ყველაფერი ერთბაშად ვაპატიე და “მსუბუქად” დავიწყე ცხოვრება.. სულ სულ ახლიდან..
არ ვიცი, ალბათ სიყვარულის ბრალია?
სასწაულმოქმედიაო.. ცვლისო ადამიანს..
ჰოდა შემცვალა..
სიკეთისკენ..
ჩემი თავი დავიჭირე იმაში, რომ თურმე ეჭვიანიც ვყოფილვარ :დდ
ადრე არ შემიმჩნევია..
და საერთოდ, ბევრი რამ არ შემიმჩნევია.. არ ვიცოდი, თუ შეიძლებოდა ასეთი მნიშვნელოვანი ყოფილიყო ვინმე ჩემთვის..
რამდენი ხანიც არ უნდა გავიდეს..
იქნება ეს საათები.. დღეები.. კვირები.. თვეები.. წლები..
ვერაფერი შემიცვლის იმ შეგრძნებას, რასაც საყვარელი ადამიანის დანახვით გამოწვეული პეპლები ქვია..
Read Next
“…ცალ ხელში ორლესული ბარი ებოძა საქმემოწყურებულ სტასიკს, მეორეში – საწამლავი. იქვე, მინდორში, შარვლები გამოურჩევლად ყველას ჩახადეს ფერშალებმა (ვითომ მიაღწევდა კია რომელიმე მათგანი ს. ორჯონიკიძისეულ დიდებას?), ნემსები შეურჭვეს იქ, რაღაცა ძალიან მყრალი სითხეც შეასვეს, არ დაჯღანულან, ასე იყო ალბათ საჭირო. ღამებნელში …
დღეს პირველად დაიგრუხუნა ამ გაზაფხულზე. ძლიერად წვიმს. ოდესმე გადაიღებს წვიმაც და ალბათ მზით გამთბარი სველი მიწისა და ახალი ფოთლების სუნიც მოგვაგონებს, რომ ცოცხლები ვართ. გაგაზაფხულების იმედით სავსე თვალებით შევყურებთ ერთმანეთს, უსიტყვოდ. გარეთ კი ისევ ქუხს. სუსტი ხელები უღონოდ მიდევს ფანჯრის …
ხედავ? შავ-თეთრ ცისარტყელას ვხატავ. ფრთებსაც სულ აექერცლა საღებავი, ისევ წასრულის ტკივილს გვაგონებს. შენ არ იცი, რომ მე ფერები დავკარგე. ამიტომ ვერ მაფერადებ. შენ არ იცი, რომ ცისარტყელას შავ-თეთრში ვხედავ. შენ არ იცი, რომ მე აქ აღარ ვარ. შენ არ იცი როგორ უნდა …
– ადამიანები სად არიან? – ისევ იკითხა პატარა უფლისწულმა. – უდაბნოში ცოტა არ იყოს, მარტოობაა… – ადამიანთა შორისაც მარტოობაა, – მიუგო გველმა. ჰო, მეტი არაფერი.