ჩვენ არ უნდა ვისაუბროთ, არ უნდა შევხვდეთ ერთმანეთს, იმიტომ, რომ ყოველი შეხვედრა ერთმანეთზე უკეთესია.
ყოველ შეხვედრაზე უფრო მეტად ვხვდებით, რომ ერთად კარგად ვართ. ეს სიახლოვე საშიშია. მე მესმის, შენც გესმის.
ეს ყველაფერი, იქნება ეს სიგარეტის ერთად მოწევა, ვარსკვლავების ყურება, ლუდის დალევა თუ ზაფხულის მიწურულს ტყეში სეირნობა, უფრო მეტად გვაახლოებს ერთმანეთთან.
იქ, სადაც იმაზე მეტის საფრთხე ჩნდება, რასაც მოწონება ქვია, ყველაფერი ფუჭდება.
ან არ ფუჭდება და ჩვენ ვართულებთ ყველაფერს..
შეიძლება We could write a story, შეიძლება – არც.
ეს ის შემთხვევაა, როცა ერთის მხრივ ცდაც კი ძნელია, მეორეს მხრივ გაძლებაა რთული.
მაგრამ ნუთუ სხვა გამოსავალინარ არსებობდა? ნუთუ სულ ესაა.. ასე, მარტივად, ნახვამდის?
Read Next
ხდება ხოლმე. ჩვენ ცხოვრებაში სრულიად შემთხვევით ჩნდებიან ადამიანები, რომლებიც დიდ მნიშვნელობას იძენენ ჩვენთვის და სწორედ მაშინ მიდიან, როცა უკვე ძნელი ხდება მათი გაშვება. ადამიანები მიდიან და იმდენად ბუნებრივია ეს, რომ სიმწრისგან გეცინება. როცა დილის 6 საათზე მხოლოდ შენ და ერთი …
30 იანვარი. მობილურის ზარმა გამაღვიძა.. გადავწყვიტე ვინც არ უნდა ყოფილიყო მეგინებინა, ასე უსინდისოდ რომ მაღვიძებდა დილის 8 საათზე!!! შოთა იყო.. გინება გადავიფიქრე, ისე მენატრებოდა <3 40 წუთში ილიასთან იყავიო.. წარმოდგენა არ მქონდა გამოცდამდე ორი საათით ადრე რა მინდოდა ილიასთან, მაგრამ …
ნამდვილად არ მახსოვს რაზე ვფიქრობდი მაშინ, როცა ის გავიცანი. ახლა ვფიქრობ, რომ ცხოვრება მართლა უცნაური რამაა… ბედის ირონიაა – ის შემიყვარდა, ვისაც ვერ ვიტანდი. 2011 წლის თებერვალი იყო.. მიუხედავად იმისა, რომ ზამთრის სიცივე ჯერ კიდევ ყველგან იგრძნობოდა, მაინც თბილოდა. მე …
თოვლი მოვიდა. პირველი თოვლი. იყო დრო, ერთად ვხვდებოდით. არ ვიცი გახსოვს თუ არა, პრინციპში აღარც მაინტერესებს და არც უნდა გახსოვდეს, მე ხომ გითხარი წადი – მეთქი. რაღა მნიშვნელობა აქვს ახლა აქ ამის წერას.. მერამდენედ გაგიხსენო. მერამდენედ ვთქვა, რომ მენატრები. მერამდენედ …