აკორდები.
ეს არაა სიჩუმის, არც შემოდგომის.
ეს არაა სიმშვიდე.
ეს სიცივეა. იმის შეგრძნება, თუ როგორ ხდები გამჭვირვალე.
როგორ წყვეტ შენი თავის შემჩნევას.
ლაბირინთი.
გასასვლელი არსადაა, მხოლოდ სიბნელე, სიცივე და შიშისმომგვრელი
გრძნობა, რომ არ ხარ მარტო და ზუსტად ეს გაშინებს.
გასვლა მარტო ერთი კარიდან შეიძლება, მაგრამ ეს არაა გადარჩენა.
თუ ამ კარს გააღებ, სხვა, უფრო საშინელ სამყაროში აღმოჩნდები.
ვერაფერს ცვლი, არ არსებობს გამოსავალი, ვერც შენი ფერადი
ფანქრები დაგეხმარება აქ.
აქ თვითმკვლელი თევზებიც კი არ არიან. აქ საერთოდ არაფერია.
არც ერთი ფერი.
გაიქეცი.
გაიქეცი, სანამ გიპოვის.
გაიქეცი, სანამ ყველაფერს ცეცხლი მოედება.
გაიქეცი, სანამ გაიგეს, რომ ისევ სუნთქავ.
სანამ ამ სუნთქვასაც მოგპარავენ.
სანამ სიტყვებს თქმამდე გაგიქრობენ ბაგეებიდან.
გაიქეცი, რომ აღარ გეტკინოს.
გაიქეცი, რომ გადარჩე.
დაასწარი და სანამ ცეცხლი გაგაქრობდეს, თავად გაქრი.
ამ გვირაბის ბოლოს შუქიც არ მოჩანს.
საერთოდ არ აქვს ბოლო.
ვერც კი ხვდები სიზმარია, თუ რეალობა.
საბოლოო კოლაფსამდე სულ ცოტა რჩება.
Read Next
შემოდგომისფერ ფიქრებში იისფერი ტონები შემომეპარა. დაუსრულებელი ბოდიალის პერიოდი იწყება. დრო, როცა მთელი დღე ყვითელ ფოთლებში დაშრიალებ, სახლში მისული, ოდნავ გაყინული, ჩაის ჭიქაზე ითბობ თითებს, ტუჩ-ცხვირს კი ჭიქიდან ამომავალ ორთქლზე, მერე კითხვაში, მზესუმზირის კნაწუნში (ან შოკოლადის ჭამაში) და მწვანე ჩაის სმაში …
ეს უცნაური… ეს უცნაური სიმძიმის შეგრძნება გულში.. აი, თითქოს რომ მოგიჭერს თავის მარწუხებს და გულს ფეთქვის საშუალებას არ აძლევს.. გრძნობ როგორ ჩერდება სისხლი, როგორ გიპყრობს პანიკა.. მერე იწყება უჰაერობა.. სული გეხუთება და ამ პროცესს ვერც კი აჩერებ.. ამას მოყვება გაჩერებული …
მზის პირველი სხივი.. ცოტათი გახელილი თვალი.. მსუბუქი თავბრუსხვევა.. ოდნავ აღქმული სამყარო.. პირველი ფიქრი რაც მოდის ისაა, რომ “ის” ისევ შენ ცხოვრებაშია.. მისით იწყებ დილას.. ღამეც ხომ მასზე ფიქრში ჩაგეძინა.. დღეს ნახავ.. <3 მერე რა, რომ ლექციების მერე.. მერე რა, რომ …
ხელზე ხელს გადებ, თითქოს ეს რამეს გიშველის, უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვი, რომ იმედი მაქვს ამის. ხელს გიჭერ და შენს რეაქციას ვაკვირდები. რა მინდა რომ დავინახო? შვება? ესეც ხომ დროებითი იქნება და საერთოდაც, ყველაფერი ხომ დროებითია.. შენც, მეც, ჩვენი სიყვარულიც.. …