ძალიან უცნაური გრძნობა მაქვს. სანამ ახალმა წელმა არ მოაღწია მისი მოსვლა ვერც ვიგრძენი. ზუსტად ნახევარი საათია მოვრთე სახლი, გავაწყე სუფრა, გავიპრანჭე და ამ პოსტის წერას შევუდექი. საოცარმა სიხარულმა ამავსო უცებ.. თითქოს ამ წელთან ერთად რაღაც ახალს ვიწყებ.. ასეთი იმედი სიახლის, სიკარგის – ჯერ არ მქონია.
ასეთი მოლოდინი… თითქოს ვიცი, რომ აწი ყველაფერი კარგად იქნება, იმედია მართლა ამიხდება რასაც ვფიქრობ..
2011 წლის ბოლო წუთები იწურება.. მალე მოვა ახალი 2012 წელი.. ის 2012 ყველა ასე რომ ელოდა.. ზოგი შიშით, ზოგი ირონიით.. მე სიხარულით ველი ^^
რომ განვიხილოთ გასული წელი, ძალიან დატვირთული იყო ემოციურად.. თუნდაც ის ადამიანები რად ღირს რომლებიც გავიცანი, რომლებიც ჩემი ცხოვრების ნაწილებად იქცნენ.. ბევრი დანაკარგიც იყო.. მიუხედავად თავის ცუდი მხარეებისა, მიყვარს 2011 წელი.. იმედია 2012 უკეთესი იქნება..
მინდა გისურვოთ ბედნიერება, სიხარული, სიყვარული, ყველაზე სანუკვარი ოცნებების ახდენა, მოკლედ ყველაფერი საუკეთესო ^^
ამბობენ, რომ ახალი წლის ღამეს სასწაულები ხდება.. ჩაიფიქრეთ სურვილი, ის რაც გულით გსურთ და აუცილებლად აგისრულდებათ ^^
ერთად ჩავიფიქროთ <3
მიყვარხართ!!!
Read Next
მოდი, დამალობანა ვითამაშოთ… შენ თვალები დახუჭე.. მე ჩაგეხუტები.. მერე კი დავიმალოთ, რომ არავინ შეგვამჩნიოს… მოდი, დამალობანა ვითამაშოთ… მე თვალებს დავხუჭავ, შენ – მაკოცე.. მერე კი დავიმალოთ, თორემ შეგვამჩნევენ და არ შეგვარჩენენ სიყვარულს, იცოდე… მოდი, თვალები დახუჭე, მე – ყვავილების გვირგვინს …
მე+შენ ♥ … რას უდრის? ალბათ იმ ყველა საოცრებას, რაც შეიძლება ზოგადად ცხოვრებაში განიცადო.. საყვარელი ადამიანის დანახვით გამოწვეულ ბედნიერებას, რომელიც სიტყვებით უბრალოდ არ გადმოიცემა.. ჩემ ფანჯარასთან რომ დაგინახავ მომღიმარს და იმის ნაცვლად, რომ გამოვიქცე შენთან, რამდენიმე წამი გაშტერებული რომ გიყურებ …
– გძინავს? მეძინა, თითქმის.. უფრო სწორად იმ მდგომარეობაში ვიყავი, საცაა რომ უნდა ჩაგეძინოს, ბურანში რომ ხარ.. – არა, ჯერ.. შენ? – კი და ასე გელაპარაკები :დ გადავხედე, გამეცინა.. ეს გოგო კარგად მოქმედებს ჩემზე – გავიფიქრე.. ჩემი ბავშობის დაქალი იყო.. ერთად …
თოვს. ისე ლამაზად, ისე ჩვენებურად.. ისეთი ლამაზი ღამეა, რომ არ შეიძლებოდა თოვლისფერი განცდით არ აევსო მთელი არსება. როგორ მინდა გითხრა, რომ მე სწორედ ისე მიყვარს თოვლი, როგორც სევდა შენ ხმაში. ზუსტად ისე, როგორც შენი თითები და ლატეს შენი ჭიქიდან დალევა. …