ის მომენტი, როცა რაღაც ძალიან მნიშვნელოვნის მიხვედრა
უცნაური სიცივით და სევდით გივსებს გულს..
არა, მიხვედრა კი არა, გახსენება.. თუ მიხვედრა..
ან ერთიც და მეორეც..
გახსენება და მიხვედრა იმისა, რომ რეალურად არ გქონია ის მნიშვნელოვანი რაზეც ალბათ ყველა ოცნებობს..
ღრმა ბავშობაშივე მიეჩვიე იმ გარემოს სადაც იყავი და ეს გეგონა კარგი, ნამდვილი..
არ ვიფიქროთ არაფერ ცუდზე..
ჩვენ შევქმნათ ჩვენი, ნამდვილი, ლამაზი სამყარო.. და რაც მთავარია ვიყოთ ერთად..
ერთად.. ლამაზად..
იმ კაჩალკაში ჩავჯდებოდი ახლა პლედმოხვეული ჩაის ჭიქით ხელში..
აი, იმ კაჩალკაში, შენ კალთაში რომ ჩამეძინა..
ჰო..
და დავმშვიდდებოდი.. დავლევდი ჩაის, წვიმის სურნელი იდგებოდა ირგვლივ..
მერე ისევ დაგადებდი თავს მუხლებზე და დავიძინებდი.. უშფოთველად..
მამშვიდებ..
Read Next
ადრე, როცა მე და ჩემი და პატარები ვიყავით, ერთი ტრადიცია გვქონდა. ნაძვის ხეს ყოველთვის 24 დეკემბერს ვაწყობდით, მამაჩემის დაბადების დღეს. ჩვენს დაბადებამდე დიდი ხნით ადრე დაიწყო ეს ტრადიცია,მამაჩემის დაბადებიდან. ჰოდა, ასე, 24 დეკემბერს ყველა ერთად, საზეიმოდ ვრთავდით ნაძვის ხეს, რომელიც იმ დროისთვის უკვე საკმაოდ ძველი იყო. სათამაშოებიც ძალიან ძველი ქონდა, მაგრამ ეგ ძველისძველი სათამაშოები დღემდე სიგიჟემდე მიყვარს. დროთა განმავლობაში ძველი ნაძვის ხე შეიცვალა ახლით, სათამაშოებიც ახალმა, უფრო თანამედროვე და სხვადასხვანაირი დიზაინის სათამაშოებმა ჩაანაცვლა. მხოლოდ ერთი რამ არ იცვლებოდა – პატარა ზეიმი, რომლის მონაწილეებიც ყველა ერთად ვიყავით. დრომ პირველი ბებო გამოაკლო ამ ტრადიციას. დღეს კი პირველი წელია, როცა მამას დაბადების დღეზე, მამასთან ერთად არ ვაწყობთ ნაძვის ხეს. არ ვიცი, რამ უნდა გააქროს 24 დეკემბრის სევდა, ან რა დრო უნდა გავიდეს, რომ ჩვენი ეს პატარა ტრადიცია ცრემლების გარეშე, მხოლოდ ღიმილით გავიხსენო, ან როგორ უნდა დავიჯერო, რომ აღარ ხარ და აწი მხოლოდ შენთან დაკავშირებული მოგონებებით მოგვიწევს ცხოვრება. არც იმის მჯერა მაინცდამაინც, რომ დრო რამეს განკურნავს, ვერასდროს მივეჩვევი იმ ფაქტს, რომ შენ არ ხარ. ჩვეულებრივად მიდის თითქოს ცხოვრება, ნაძვის ხეც დავდგით, ეს წელიც წავა და ახალიც მოვა, მაგრამ ვეღარასოდეს, ვეღარაფერი იქნება ისე, როგორც იყო. ყველაფერი შეიცვალა და არ ვიცი, როგორ შევეგუო ამ რეალობას. გილოცავ მა დაბადების დღეს. მიყვარხარ.
რომ დაიბადა, ძალიან ვიეჭვიანე. მე 6 წლის ვიყავი, 1 სექტემბერს შევედი სკოლაში და 13-ში თვითონ მოევლინა ქვეყანას. მახსოვს, დილას რომ გავიღვიძე, ბებომ სურათი მანახა. ეს შენი პატარა დაიკოაო, უნდა გიყვარდეს და გაუფრთხილდეო. ვუყურებდი სურათზე გამოსახულ ერთი ციცქნა არსებას, რომელიც გაღიმებულ …
რთულია საკუთარ თავს სისუსტის გამოვლენის უფლება მისცე. ალბათ სიძლიერეც ყველაზე დიდ სისუსტედ იქცევა რაღაც მომენტში და ისე გაგტეხავს, შეიძლება ვეღარც შეძლო გამრთელება. როცა ყველაფერი სულს გიხუთავს, ამაოდ ცდილობ სუფთა ჰაერი იპოვო ამდენ სიბინძურეში და საბოლოოდ ხმელეთზე უწყლოდ დარჩენილ თევზს ემსგავსები. …