“როცა ზამთარია და არ თოვს – ეს იგივეა, გაზაფხულზე არავინ გიყვარდეს”.
ამ ზამთარმა თითქმის თოვლის გარეშე ჩაიარა.
თითქმის – მეთქი იმიტომ ვამბობ, რომ ალბათ ვცდილობ ის ნახევარსაათიანი წვიმანარევი ფიფქები თოვლად ჩავთვალო და უთოვლობისთვის არ გავწირო ზამთარი. გაზაფხული კი – უსიყვარულობისთვის.
გრძელ თმას საკუთარი ხელით ვიჭრი მოკლედ, თითქოს ვცდილობ ეს სულის შემხუთველი სიბნელე, სიჩუმე და ყრუ ტკივილი მთლიანად მას გავატანო… თითქოს თმის ბრალი იყოს
ასე რომ ბნელა.
ასე რომ ცივა.
რომ არ თოვს.
ასე რომ მტკივა.
– რატომ ალაგებ ტანსაცმელს, სადმე მიდიხარ?
– ჰო.
– სად?
– არ ვიცი… ვიცი მარტო ის, რომ ჩემი თავი უნდა ვიპოვო.
– რა გემართება?
– რა მემართება? ვეღარ ვუძლებ, გესმის? ასეთ ჩემს თავს ვეღარ ვუძლებ. ასეთ დაცლილს, ამდენ ნაწილად დაშლილს…
– თმას რაღას ერჩოდი..
– შენ იცი რას გავს უთოვლო ზამთარი? “როცა ზამთარია და არ თოვს, ეს იგივეა – გაზაფხულზე არავინ გიყვარდეს, შემოდგომაზე არ იყო სევდიანი, არ წვიმდეს და არ იდგე ფანჯარასთან… ეს იმას გავს, რომ სარკეში თავი მოიკლა, ხოლო აქეთ ცოცხალი დარჩე!”
– შენ ახლა სარკის წინ დგახარ.
– გარეთ კი არ თოვს.
Read Next
როცა თმაში უკვე წვიმადქცეული ფიფქები გიბრწყინავს, სიგარეტის ბოლო ღერიც დიდი ხანია ჩაიწვა და გაყინულ თითებსაც ვეღარაფერი გითბობს, ხვდები, რომ უჩვეულოდ, უცებ შეიცვალა ყველაფერი. ზიხარ ოთახში, სადაც დიდი ხანია არავინ ყოფილა. ერთი ნათურა ბჟუტავს, მაგრამ მისი სინათლე არაა საკმარისი. ამ მბჟუტავ …
აკორდები. ეს არაა სიჩუმის, არც შემოდგომის. ეს არაა სიმშვიდე. ეს სიცივეა. იმის შეგრძნება, თუ როგორ ხდები გამჭვირვალე. როგორ წყვეტ შენი თავის შემჩნევას. ლაბირინთი. გასასვლელი არსადაა, მხოლოდ სიბნელე, სიცივე და შიშისმომგვრელი გრძნობა, რომ არ ხარ მარტო და ზუსტად ეს გაშინებს. გასვლა …
მიმოიხედე ირგვლივ… რას ხედავ? არ მოგბეზრდა ყოველდღე ერთი და იგივე? ეს ერთფეროვნება სულს არ გიხუთავს? როგორ მომბეზრდა… როგორ მინდა წავიდე… გავიქცე… გავექცე ამ ყველაფერს… წავიდე შორს… გავქრე… წავიდე იქ, სადაც ვიქნებით მხოლოდ მე და ბუნება… სადაც სიჩუმე იქნება, სიწყნარე, სილამაზე… …
სპეციალურად ვწერ ამ პოსტს 15 თებერვალს. ანუ მაშინ, როცა ე.წ. “სიყვარულის დღე” აღარაა. ყოველთვის აღვნიშნავდი ამ დღეს. მნიშვნელობა არ ქონდა მეგობრებთან, თუ შეყვარებულთან ერთად და ყოველთვის მეცინებოდა იმ ტიპებზე, რომლებიც ამბობდნენ, ყოველი დღე სიყვარულისაა და თარიღები საჭირო არ არისო. მეგონა …