არ ვიცი რატომ მავსებს ეს თეთრი, გაყინული მასა ასეთი სითბოთი, მაგრამ ფაქტია, რომ თოვლის მოსვლისთანავე სუულ სხვანაირი ვხდები… ისეთი, როგორიც სხვა დროს არ ვარ.. იცი ერთი დილა გამახსენდა… მაშინ აბიტურიენტი ვიყავი.. დილას აადრე მქონდა უნარების გაკვეთილი.. სადღაც 8 საათზე გავედი სახლიდან და გავშრი.. ჩემ წინ დიიდი თეთრი სივრცე იყო.. ყველაფერი თეთრად ბრწყინავდა.. თოვლს ჯერ ადამიანის ფეხის ნაკვალევი არ ეტყობოდა.. მხოლოდ ერთი-ორგან იყო ჩიტების კვალი.. გამეცინა და გზა განვაგრძე.. მივდიოდი და თავი თეთრ ზღაპარში მეგონა.. თეთრი სიჩუმე… რაღაც საოცარი გრძნობა დამეუფლა, რომელიც დღემდე მომყვება…
მიყვარს თოვლი… ყინვასა და სიცივეზე დიდად არ ვგიჟდები, მაგრამ თოვლი მიყვარს..
მიყვარს ღამით თოვლში ბოდიალი… ლამპიონების შუქზე მოცეკვავე ფანტელები… ნეელა რომ მოფარფატებენ და შენს თმაში იკარგებიან…
მომწონს ლამპიონების შუქზე გაბრწყინებული ჩემი თმა – თოვლის ფიფქებით სავსე…
მომწონს ფიფქების თვალიერება… რამდენი ფორმაა… სულ სხვადასხვა…
რაღაც საოცარი ემოციით მავსებს…
თოვლს შენი სურნელი მოაქვს ჩემამდე…
სწორედ ამიტომ “მე ძლიერ მიყვარს იისფერ თოვლის ქალწულებივით ხიდიდან ფენა” …
იცი, მიხარია, რომ შემიძლია ამდენს ვგრძნობდე…
“მე თოვლი მიყვარს… როგორც შენს ხმაში ერთ დროს ფარული დარდი მიყვარდა” …
ჰო, მიყვარს თოვლი …
მიყვარს ეს თეთრი ზღაპარი, სადაც თუნდაც ერთი დღით შეგვიძლია მხოლოდ მე და შენ ვიყოთ..
Read Next
სულში მოგონება ისევ ღამეს ათევს, შენით შეშლილი ვარ, კვლავ შენ გელოდები, ვიცი, ფანტომი ხარ, ჩემი ფანტაზია, თავში მოფრენილი გიჟი ოფოფები.. ვიცი, შეშლილი ვარ, სულით ავადმყოფი.. შენი არსებობით მაინც კარგად მყოფი, ვიცი, ტყუილი ხარ – მაინც შენით ვცხოვრობ… მაინც შენით ვსუნთქავ, …
მე+შენ ♥ … რას უდრის? ალბათ იმ ყველა საოცრებას, რაც შეიძლება ზოგადად ცხოვრებაში განიცადო.. საყვარელი ადამიანის დანახვით გამოწვეულ ბედნიერებას, რომელიც სიტყვებით უბრალოდ არ გადმოიცემა.. ჩემ ფანჯარასთან რომ დაგინახავ მომღიმარს და იმის ნაცვლად, რომ გამოვიქცე შენთან, რამდენიმე წამი გაშტერებული რომ გიყურებ …
დუგ-დუგ, დუგ-დუგ, დუგ-დუგ. როგორ იწყებენ წერას უზომოდ კარგ ადამიანებზე? პრინციპში რა მნიშვნელობა აქვს, მაინც ვერ გადმოვცემ – ხოლმე ჩემ გრძნობებს სიტყვებით მათ მიმართ, ვინც ძალიან მიყვარს. ვერ ვწერ დედაზე, გიოზე, მეგობრებზე. უფრო სწორად ვწერ, მაგრამ მიჭირს. ლუკა როგორი ბიჭია, იცით? …