მე მჯერა… მჯერა ოდესმე წავალ… მე არ ვაპირებ სიკვდილს… უბრალოდ გავქრები, ლამაზად, უჩუმრად… წავალ, თუნდაც ამისთვის ზღვის გადაცურვა დამჭირდეს… მე სიმღერით გადავცურავ ზღვას და დავუბრუნდები იმ სამყაროს, რომელსაც ნამდვილად ვეკუთვნი… ჯოჯოხეთიდან სამოთხეში… ტყუილიდან სიმართლეში… სიძულვილიდან სიყვარულში…
სიბნელიდან სინათლეში… შავიდან თეთრში… შავთეთრიდან ფერადში… ტყუილით სავსე დედამიწიდან ჩემს სამყაროში გავფრინდები!!! გავფრინდები, რადგან გაფრენა მუდამ მინდოდა, ახლაც მინდა და მოვახერხებ კიდეც…
ჩვენც ჯინსების თაობა ვართ… მათ მოახერხეს გაფრენა… „საქართველოში დღემდე უამრავ ადამიანს სწორედ ასე სჯერა, რომ თვითმფრინავის გამტაცებლები ახლაც ცოცხლები არიან და სადღაც შორს, ძალიან შორს ამ ბოროტებით სავსე სამყაროდან, რადგან მათ ძალიან უნდოდათ გაფრენა და მართლა გაფრინდნენ“…
მეც გავფრინდები…
Read Next
საოცრად დიდი ემოციით სავსე, და მაინც უემოციო… ცივი… ხელებგაყინული, გრძნობებისგან დაცლილი, ფაიფურის თოჯინა… ყველასთვის სასურველი და ამავე დროს საძულველი… ყველა მისი დახმარების მოლოდინში… მისთვის კი – არავინ… ისეთი შიშით სავსე, ნეკერჩხლის ფოთოლი რომ გრძნობს ქარის ყოველი დაბერვისას… წყლის პატარა წვეთი …
ჰო არის ხოლმე, რომ გინდა რამით დაიწყო წერა და … არ/ვერაფერი. 30 იანვარია. ზედმეტად ჩემი/ჩვენი რიცხვი. და ჰო ასეა.. ასე, მე და შენ და არა ჩვენ. ჰო ვზივარ მე ჩემი განუყრელი ჩაის ჭიქით და უკვე 10 წუთი უკლია 12 – …
მოგონებების სასაფლაო- დამტვერილ სხვენში. წიგნები ბევრი. ვზივარ და ვეძებ, რას – ჯერ არ ვიცი. ყდაშემოგლეჯილი ულისე. ყველაფერი მახსენებს რაღაცას. აი, ზღაპრებიც. ეს იმ დროის, თავადაც რომ ზღაპარი მეგონა ცხოვრება. იყო და არა იყო რა. ყოფნით კი ბევრი რამ იყო. აი, …
გაწვიმდა… ვერცხლისფრად აელვარდა წვიმის წვეთები ხეებზე… ფოთლებზე… ქუხს… წვიმს მხოლოდ ჩემთვის და შენთვის… მე მიყვარს წვიმა… წვიმა, მუსიკა და შენ… წვიმა მიყვარს, რადგან შენი სურნელი მოაქვს ჩემამდე და ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს ისევ ჩემთან იყო… თითქოს ისევ ჩემი ხარ… არ …