მოვბეზრდით მთვარესაც, სულში ჩამოთოვა.
მოვბეზრდით ყველაფერს.
მოვბეზრდით ცისარტყელას, ალბათ ჩვენც მოგვბეზრდა გამუდმებული მცდელობა მისი დახატვისა. მზემ მიგვატოვა, ფერებს ვერ ვარჩევთ.
დაგვტოვა ღამემ, სიზმრებმა, ფიქრებს აღარ აქვთ შენი სუნი და გემო.
აღარც აზრები ეხვევა სიგარეტის კვამლში, არც ჭიქა ჩაის ვუზიარებთ ჩვენ არსებობას.
წვიმას აღარ მოაქვს იასამნების სურნელი ჩემამდე.
ჩვენ ასაფრენად მზადმყოფ ჩიტებს ვგავდით, რომლებისთვისაც ეს ცა მეტისმეტად პატარა აღმოჩნდა.
ჩვენ ვერ გავფრინდით, ვერ გავცდით საზღვრებს და დავრჩით “მხოლოდ ერთმანეთის გარშემო მბრუნავ პლანეტებად,
ერთმანეთთან ვერასოდეს მიახლოვების გარდაუვალი განაჩენით”.
სიმარტოვე გვაცინებს.
დაღლილობას ვეჩვევით.
ვნებდებით საკუთარ სისუსტეებს და ვხვდებით, მთვარესაც მოვბეზრდით.
Read Next
გვიმრის გასრესილი ფოთლების სუნი და გემო აქვს შენს სიტყვებს. ხომ არსებობენ “შენი” ადამიანები. შეხვდები და გრძნობ, სული იპოვე. სულის ადამიანი ქვია ასეთს. მიდის და გრძნობ, შენი რაღაც ნაწილი მიყვება. იცი, კიდევ ნახავ, მაგრამ იმ წუთას ხომ მიდის. იმ წუთას ხომ …
ყველაზე ძნელია დარჩე ძლიერი მაშინ, როცა ბევრ პატარა ნამსხვრევად იქცევი ნელ-ნელა ისე, რომ ამ პროცესს ვერ აჩერებ. ძნელია, როცა დრომ და გარემოებებმა საოცრად შეგცვალა და საკუთარი თავი კი არა ყველა დაკარგე, ვინც ყველაზე მეტად გიყვარდა. ძნელია, უყურებდე როგორ ქრება შენი …
ჩუმი ფრთხიალი. სიფრიფანა ფრთების ბოლო დაქნევა და… დაეცა პირველი პეპელა. ტკაც. მსუბუქი სიკვდილის სუნია ჰერში, არა – ფიზიკურის. ჩვენი ოთახი საოცრად ნაზი ფერი იყო.. ჩვენი სიყვარულის ფერი. მოიისფრო შეგრძნებებმა შემიპყრო ისევ. ყავის არომატმა ის დღე გამახსენა პირველად რომ დაგინახე. ისეთი …
მოდი, დამალობანა ვითამაშოთ… შენ თვალები დახუჭე.. მე ჩაგეხუტები.. მერე კი დავიმალოთ, რომ არავინ შეგვამჩნიოს… მოდი, დამალობანა ვითამაშოთ… მე თვალებს დავხუჭავ, შენ – მაკოცე.. მერე კი დავიმალოთ, თორემ შეგვამჩნევენ და არ შეგვარჩენენ სიყვარულს, იცოდე… მოდი, თვალები დახუჭე, მე – ყვავილების გვირგვინს …