სწავლა იწყებოდა ^.^ ისე მიხაროდა დღეებს ვითვლიდი… რა თქმა უნდა გამიხარდებოდა, ჯერ ერთი „ოფიციალურად“ ვიწყებდი ფსიქოლოგიის შესწავლას, თან იმდენი ვიკითხე ერთი სული მქონდა ჩემ ცოდნას როდის „გადმოვაფრქვევდი“, მეორეც – თეატრი!!! მეორე ფაკულტეტად ხომ თეატრალური მქონდა არჩეული… ძალიან მიზიდავდა თეატრი …
მოიისფრო Articles.
ნამდვილად არ მახსოვს რაზე ვფიქრობდი მაშინ, როცა ის გავიცანი. ახლა ვფიქრობ, რომ ცხოვრება მართლა უცნაური რამაა… ბედის ირონიაა – ის შემიყვარდა, ვისაც ვერ ვიტანდი. 2011 წლის თებერვალი იყო.. მიუხედავად იმისა, რომ ზამთრის სიცივე ჯერ კიდევ ყველგან იგრძნობოდა, მაინც თბილოდა. მე …
14 თებერვალი. სიყვარულის დღეაო ამბობენ… მაგრამ ჩემი აზრით ყოველი დღე სიყვარულიაა, როცა ნამდვილად გიყვარს… ჰო, მე მიყვარხარ… რაც დრო გადის უფრო და უფრო მეტად და არც მინდა ოდესმე დამთავრდეს ეს ყველაფერი… იმასაც ამბობენ, ორის ურთიერთობაში ერთს მეტად უყვარს, ვიდრე მეორესო.. …
Across The Universe – რაღაც საოცარი მუხტით მავსებს ეს ფილმი… ჰიპები, თავისუფლება, სიყვარული… ძალიან კარგი თემაა აღებული <3 ბოლო დროს ჩემი თავი დავიჭირე იმაში, რომ თავისუფლებას “ვქადაგებ”.. ზოგადად დავიღალე მგონი ერთფეროვნებით.. რაღაც სიახლეს ვეძებ.. ვეძებ სულის თავისუფლებას… რატომღაც ყველა ყველაფერს …
ჩემი მეგობარია.. არა, მეგობარი კი არა ყველაზე ახლო ადამიანია.. საშუალო სიმაღლის, გამხდარი გოგოა პატარა, აპრეხილი ცხვირით, მუქი თაფლისფერი თვალებით და სწორი, მორიჟაო მხრებამდე თმით. ზაფხულში გავიცანი. ცოტა უცნაურად. დღეც უცნაურად გაგრძელდა და უცნაურად დასრულდა.
ვცხოვრობთ თითქოსდა აზრიანად და ბოლოს აღმოვაჩენთ, რომ არც არასოდეს გვიცხოვრია. ჩვენი ყოველი დღე გუშინდელს გავდა, ხვალინდელი კი დღევანდელს დაემსგავსება.. რატომ ვცდილობთ დავემგავსოთ ერთმანეთს სამყაროში, სადაც ორი ფოთოლიც კი არ არსებობს ერთნაირი? ჩვენ ყველას გვაქვს რაღაც უნიკალური… ყოველ ჩვენგანში ცხოვრობს სრულიად …
როგორც ყოველთვის ახლაც უცნაურად ვიქცევი.. როგორ გთხოვო არ გამიშვა თქო, როცა თავად არ ვრჩები.. ყოველთვის, როცა ცდილობ “დამიჭირო” მივდივარ… გავრბივარ… გაგირბივარ )) არ ვიცი რატომ ვიქცევი ასე, უფრო სწორად, ვიცი )) მეც ვიცი და შენც… ვიცი, ისიც იცი, რომ ისევ …
დღეს ვლაპარაკობდით მე და ირი.. ერთმანეთს ვეწუწუნებოდით იმაზე, რომ საახალწლო განწყობა აღარ გვქონდა. დავფიქრდი, ვცადე გამეხსენებინა რას ვგრძნობდი ბავშობაში ახალი წლის მოახლოებისას.. აღმოვაჩინე, რომ თურმე ერთი თვით ადრე უკვე სიხარულით ველოდი ახალი წლის დადგომას. რატომ? გაგეცინებათ და იმ ჯადოსნური ზღაპრის …
1 იანვარიც მიიწურა… ამ წლის პირველი დღე.. ახლა 2 იანვარია.. ამბობენ ბედობააო, ჰოდა მინდა ჩემი ბლოგი და პოსტები დამებედოს.. ორდღიანი ბოდიალის და თავის ტკივილის მერე მეგობრებს საინტერესო იდეა მოგვივიდა თავში.. გადავწყვიტეთ სტადიონზე პატარა საჰაერო ბურთი გაგვეშვა.. ვიყიდეთ და 2 საათი …
ძალიან უცნაური გრძნობა მაქვს. სანამ ახალმა წელმა არ მოაღწია მისი მოსვლა ვერც ვიგრძენი. ზუსტად ნახევარი საათია მოვრთე სახლი, გავაწყე სუფრა, გავიპრანჭე და ამ პოსტის წერას შევუდექი. საოცარმა სიხარულმა ამავსო უცებ.. თითქოს ამ წელთან ერთად რაღაც ახალს ვიწყებ.. ასეთი იმედი სიახლის, …
სოც. ქსელები